LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კმაყოფილი პატრონი: მანქანები, რომლებიც დიდხანს ემსახურებიან

69
2021-toyota-land-cruiser_100755750_l

ექსპერტებმა დაასახელეს ავტომობილები, რომლებიც მეპატრონეებს ყველაზე დიდხანს ემსახურებიან.
სიაში სხვადასხვა ბრენდის 16 მოდელი მოხვდა და მათი მეპატრონეები 322 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგაც ძალიან კმაყოფილები არიან.

რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა 11,8 მილიონი მეორადი ავტომობილი შეისწავლეს და ლიდერთა ათეულში 6 ადგილი დაუფიქრებლად “ტოიოტას” მოდელებს მიაკუთვნეს. უპირობო გამარჯვებული კი Toyota Land Cruiser გახდა. სპეციალისტთა დასკვნით იაპონური ყველგანმავალი ათასობით კილომეტრის გავლის შემდეგაც მშვენივრად მუშაობს.
მეორე ადგილიც „ტოიოტამ“ დაიკავა, საუკეთესოთა სამეულს კი „შევროლე“ ასრულებს, რომელიც „იაპონელებს“ საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა მაინც კარგი მაჩვენებელი აქვს.

აღსანიშნავია, რომ „ტოიოტამ“ სიაში კიდევ ოთხი ადგილი დაიკავა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ნამდვილად გამძლე ბრენდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები