LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოალიცია ცვლილებისთვის“- „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს, არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას“

110
განცხადება

„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს, აგრეთვე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერებს“, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: „არაფრისთვის არ დაგვიჭერია მხარი, სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს“

როგორც მიმართვაში წერია, „ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დევნილების ღალატი“.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, აგრეთვე მკაფიოდ დააფიქსირა: საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები; დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი; უნდა გაუქმდეს რუსული კანონი.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ვაცხადებთ: არ ვცნობთ ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის გვერდით დგას და საკუთარ ხალხს უცხადებს ომს! ყველაფერს გავაკეთებთ მათი არაღიარებისა და საბოლოო ჩამოშლისთვის, რათა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რაც საქართველოს გამთლიანებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“, – აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე რეზოლუციაზე: მიჩვეული ვართ მოვლენების მსგავსი სახით განვითარებას, ჩვენთვის მთავარია, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში – საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული

მაია ბითაძე: „დეზინფორმაცია, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში, ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g