LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა დავითაშვილი ლგბტქ თემთან დაკავშირებით: არავის ცემა არ გვინდა, ვითხოვთ, დაანებონ თავი ჩვენს შვილებს

375
1558107261-კობა-დავითაშვილი

“ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან მარტივი, არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა, არავის დაზიანება არ გვინდა, უბრალოდ, ვითხოვთ, დაანებონ თავი ჩვენს შვილებს”- ამის შესახებ მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კობა დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციაზე განაცხადა

მან ლგბტქ თემთან დაკავშირებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა.

„არ გვინდა, ჩვენს შვილებს, სკოლებში, ბაღებში თუ საზაფხულო ბანაკებში, ლგბტქ აქტივისტები ასწავლიდნენ ცხოვრების წესს.მიგვაჩნია, რომ ეს ბრძოლა უნდა გახდეს პოლიტიკური, გადავიდეს არჩევნებში. ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი პუნქტებია, აიკრძალოს სექსუალური განათლების მიცემა სკოლებში და ნებისმიერ ადგილზე, ასევე მიუღებელია საკუთარი სექსუალური ცხოვრების წესის დემონსტრირება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-11 მუხლი საშუალებას გვაძლევს, შევზღუდოთ შეკრების თავისუფლება და ისეთი აქციები, რომლებიც ვნებათაღელვას იწვევს, დაპირისპირებას უნდა შეიზღუდოს. ამ ორი კანონით ვაპირებ, მივმართო პარლამენტს“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა.

ლგბტქ​ აქტივისტებმა 2019 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საჯარო აქტივობები არ ჩაატარეს, რადგან, როგორც ამბობენ, მათთვის ქუჩაში გასვლა საშიში გახდა, ეს დღე კი ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს.

ლგბტქ აქტივობები ივნისის თვეში დაიგეგმა. 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქ სიამაყის კვირეული გაიამრთება, რომლის ფარგლებშიც მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g