LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: აშშ-ის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ გვარამიას და მელიას შესრულებით

60
Untitled design (1)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები საკუთარი განცხადებებით აშშ-ის ელჩს თავს არ ესხმიან.

ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეული კრიტიკული განცხადებების უფლება ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს.

მისივე თქმით, კელი დეგნანის თავდასხმაზე მხოლოდ ორი ადამიანი – ნიკა გვარამია და ნიკა მელია ახსენდება:

„რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს, ურთიერთობებს აზიანებენ და ა.შ. რა თმა უნდა, გამიჯვნა გვექნებოდა. შეგახსენებთ, მათ დაიწყეს ყველაფერი კითხვების დასმით. ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა პასუხი და შემდეგ ამას მოჰყვა მათი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის თავდასხმა. საქართველო ამაყობს იმით, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს აქტუალურია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც.

ბუნებრივია, გამოხატვის თავისუფლება ვერავინ ვერავის შეუზღუდავს. თუ ვინმე ეცდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მათ დაიცავს კონსტიტუცია. ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი – გვარამიას და მელიას შესრულებით.

რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს. აქედან გამომდინარე, როდესაც კითხვის დასმა ინტერპრეტირდება თავდასხმად, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველაფერს მოეფინებოდა ნათელი, თუ კითხვებს გაეცემოდა პასუხი. შეგახსენებთ ამ კითხვებს – არიან „ენჯეოები“, რომლებიც სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას. ამ ორგანიზაციებს აქვთ დაფინანსება კონკრეტული წყაროებიდან. დაისვა კითხვა გამიჯვნის შესახებ, რაზედაც პასუხი იყო დუმილი და ამას მოჰყვა ინტერპრეტაცია. ამის უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს. რაზედაც ისინი საუბრობენ, ეს არ არის მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაციის არათუ 100%, არამედ 50%-იც კი. მათ ბევრად მეტი იციან“, – თქვა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g