LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე განმარტავს, რატომ არ მივიდა აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე: „ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი..“

122
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

„პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებობის პირი, მგონი, არცერთი არ მივედით. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი“, – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე რამდენიმე თანაგუნდელის სოლიდარობის ნიშნად არ მივიდნენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობის სამ წევრს აშშ-ის საელჩოდან ჯერ მიღებაზე მიწვევა მიუვიდათ, შემდეგ კი უთხრეს, რომ უმჯობესი იყო არ მისულიყვნენ.

„ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა არ მისულიყო.

„საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში...უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური” - კელი დეგნანი

„საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში...უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური” - კელი დეგნანი

არ დავაკონკრეტებ ვინ იყო, თვითონ იტყვის, თუ ექნება სურვილი. ერთი არ იყო სხვათა შორის, ასეთი იყო სამი, ვისაც შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები, რადგან სინამდვილეში არ უნდოდათ მოწვევა და მერე უთხრეს, რომ სჯობდა არ მისულიყვნენ.რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასწორი დამოკიდებულება. ასეთ დროს ჩვენი მხრიდან ვალდებულებაა, რომ გამოგვეხატა სოლიდარობა.

ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როცა კონკრეტული ჩინოსნებისგან უხეში შეცდომის დაშვება ხდება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს, როცა აშშ-ის დამოუკიდებლობის ღონისძიება გაიმართება, ყველა მიწვეული პირი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები