LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში…უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური” – კელი დეგნანი

199
კელი დეგნანი

საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში…უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

„მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა.

დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი, ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ ასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება.

და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები