LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მე ვიცი, რა ჩასჩურჩულა ყურში წერეთელმა ოხანაშვილს

423
Untitled design

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ იცის, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს ვატო წერეთელმა 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს.

ვიდეო: ვატო წერეთელმა დაასახელა ფრაზა, რომელიც ანრი ოხანაშვილს ჩასჩურჩულა

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მაშინ წერეთელს ლექსო ლაშქარავას გვარი საერთოდ არ უხსენებია და მან ოხანაშვილს უმძიმესი პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა:

“მე ვიცი, მან რა თქვა, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მან ტყუილი თქვა. მან უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც თავიდან უარყოფდა, შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, შესაძლოა, კამერების ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია.

ამიტომ გადათქვა პირველი ტყუილი. მეორე შემთხვევაშიც ტყუილი თქვა, საერთოდ არ იყო ნახსენები ლაშქარავას გვარი. უმძიმესი პირდაპირი შეურაცხყოფა იყო მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში გასცა პასუხი ოხანაშვილმა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, შემთხვევა 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როდესაც საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა.

“ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ამავე თემაზე:

“შემოვიდა აშშ-ის საელჩოს ნოტა, უწყებამ გამოძიება დაიწყო” – პროკურატურა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

რას უკავშირებს ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირებას – “დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, გააკეთა ჯგუფური თავდასხმა”

ოხანაშვილი: წერეთლის მხრიდან განხორციელდა უბინძურესი პროვოკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g