LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე სამხარაძის გინებაზე: საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა და ამით ყველაფერია ნათქვამი – უხამსი სიტყვების გამოყენება ნაცმოძრაობის „პიარული“ ხაზია

226
დიმიტრი სამხარაძე და ირაკლი კობახიძე

„თვითონ გააკეთა განცხადება, თვითონ მოიხადა ბოდიში და ამის იქით, დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მან მისი თანაგუნდელის, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის მიერ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გამოხატულ გინებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

დიმიტრი სამხარაძე: ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის

„ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილია.“– წერს Facebook-ზე დიმიტრი სამხარაძე. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დიტო სამხარაძემ ამასთან დაკავშირებით განცხადება თვითონ გააკეთა, მან საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

„ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად ამ ყველაფრის მიმართ, გამოხატვის ფორმების მიმართ, ცნობილია და ჩვენ ამაზე, ყოველთვის ვაპელირებდით. თუმცა, მინდა შეგახსენოთ ერთი რამ: რაც შეეხება უხამსი სიტყვების გამოყენებას, ბილწსიტყვაობას, მათ შორის ტელეეთერებში, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“ და მისი ტელევიზიების ერთ-ერთი მთავარი, „პიარული“ ხაზი.

ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით, წლების მანძილზე, განსაკუთრებით 2018 წლის შემდეგ, თუმცა ამ პროტესტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ზოგადად, ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა, მით უმეტეს, ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენაა და ამას აკეთებთ თქვენ, ამას აკეთებს თქვენი პარტია და ამას აკეთებენ თქვენი ტელევიზიები.“ – მიმართა კობახიძემ კითხვის ავტორ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ, გუშინ, მმართველი პარტიის ოფისთან მისულ მოქალაქეებს აგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g