LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: სამწუხაროა, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ქრისტიანულმა ქვეყანამ დაარღვია

223
-კობახიძე-ახალი2-1531906286

“სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის მატარებელი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია,”- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 26-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში ტარდება და რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებიან.

“ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ფორმალური აღიარება საკმარისი არაა, რადგან ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ამ რწმენის შესაბამისი ქმედებებით უნდა გამოიხატოს.

მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში ცდილობენ, ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი, მეტიც ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურის კვალი. დამეთანხმებით, ამას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ჩვენი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დაიწყო, რომელიც 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მას რუსეთის დუმის დეპუტატებიც დაესწრებიან. ერთ-ერთია სერგეი გავრლოვი, რომლის საქართველოში ჩამოსვლას სამარცხვინოს უწოდებენ ოპოზიციაში. გავრილოვის სიტყვით გამოსვლა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თავად გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში ყოფნა არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.

რუსეთის დუმის დეპუტატი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ

გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლით არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს

magti 5g