ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხელმძღვანელობა კობი ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად 2020 წლისთვის ყველა ვარსკვლავის მატჩის ფორმატს ცვლის.
ახალი ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებულმა გუნდმა მიიღოს მეტი თანხა, რომელიც შერჩეულ ორგანიზაციას ქველმოქმედების სახით გადაეცემა.
CNN-ის ცნობით, ეს იქნება ბოლო პერიოდში უპრეცედენტო შემთხვევა, სადაც დროის ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება. გამარჯვებული გახდება ის გუნდი, რომელიც პირველი დააგროვებს 124 ქულას, რადგან “ლეიკერსში” კობის ნომერი 24 იყო.
NBA-ის 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი ჩიკაგოში, 16 თებერვალს გაიმართება.