LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოკა-კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას – კომპანია თაღლითური სქემის შესახებ გვაფრთხილებს

437
194909642-4021886221197988-7541605958868985007-n

„კოკა-კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას – ამის შესახებ საუბარია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც კომპანია საზოგადოებას აფრთხილებს.

სოციალურ ქსელში “კოკა-კოლას” სახელით ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომელიც თაღლითური სქემის ნაწილია.

„მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა-კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთ სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g