6 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება გამორჩეული კონცერტი, რომელიც გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო მუსიკოსებს.
პროგრამა გამოირჩევა განსაკუთრებული ფორმატითა და იშვიათად შესრულებადი რეპერტუარით, რომელიც ქართულ სცენაზე ნაკლებად გვხვდება და მესმენელს სთავაზობს ახალ მუსიკალურ გამოცდილებას.
კონცერტამდე სტუმრებს ელოდებათ ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს საღამოს და მუსიკასა და ვიზუალურ ხელოვნებას ერთ სივრცეში გააერთიანებს.
მედია მხარდამჭერი: რადიო „ფორტუნა“

