LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკა-კოლას, პაპაიასა და მანქანის ზეთს კორონავირუსი დაუდასტურდა, რას ნიშნავს ტესტის ეს პასუხი – ბუწაშვილის განმარტება

2095
#გამონათქვამები

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის პარლამენტში დეპუტატმა ერთი შეხედვით უცნაური ტესტი ჩაატარა.  ტესტის მიხედვით კორონავირუსი “კოკა-კოლას” დაუდასტურდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტანზანიაში კორონავირუსი მანქანის ზეთსა და პაპაიასაც აღმოაჩნდა.

რატომ უდასტურდება კოვიდ-19 პროდუქტებს, ეს ნიშნავს, რომ სწრაფი ტესტი არ არის სანდო თუ ვირუსმა მუტაცია განიცადა?

„ფორტუნა“ შეეცადა მომხდარში გარკვევას და ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს დაუკავშირდა.  

გავრცელებული ინფორმაციით  კოკა-კოლას, მანქანის ზეთსა და პაპაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. რას უკავშირებთ ტესტის ასეთ პასუხებს?

ამ მიმართულებით სერიოზული სამეცნიერო კვლევები არ ჩატარებულა. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რა მოხდა რეალურად. ანუ რა გვაძლევს აღნიშნულ პროდუქტებში ისეთ რეაქციას, რომ ტესტი დადებით პასუხს გვაძლევს. ტესტის დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ მასში მაინცდამაინც ცოცხალი ვირუსია. კვლევების ჩატარება აუცილებელია და დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

შეიძლება ვთქვათ, რომ კორონავირუსის სწრაფი ტესტი არაა ისეთი ზუსტი, რომლის ნდობაც ბოლომდე შეიძლება?

ზოგადად, სწრაფი ტესი ჩამორჩება სიზუსტით „პისიარ“ კვლევას, მაგრამ ის, რომ ამ ტიპის პროდუქტებში ჩატარებულმა ტესტმა შეიძლება დადებითი პასუხი აჩვენოს, ეს ტესტის ხარისხზე კი არ მეტყველებს, ეს შესასწავლი თემაა. შეიძლება ტესტი რაღაც რეაქციას იძლევა, იმიტომ რომ ამ პროდუქტებისთვის გათვალისწინებული არაა. მასზე ბიოლოგიური მასალა უნდა მოხვდეს და არა ასეთი ნივთიერებები.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებელში ამ გაზიანი სასმელის ხარისხი დადგა ეჭვქვეშ…

აბსურდია ამ ტესტით პროდუქტის ხარისხზე ან ვარგისიანობაზე დასკვნის გამოტანა. ჯანმრთელობისთვის მისი დიდი რაოდენობით მიღება სასურველი არაა, მაგრამ ამ კონტექსთან არაფერ შუაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g