LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლიზეუმის სიახლოვეს უნიკალური მოზაიკის მქონე მდიდრული სახლი აღმოაჩინეს

138
Colosseo_NuovaDomus_carosello1

იტალიელმა არქეოლოგებმა კოლიზეუმის სიახლოვეს აღმოაჩინეს რომაული სახლი, რომელიც უნიკალური მოზაიკითაა გაფორმებული. დიზაინი სხვადასხვა სახეობის ნიჟარების, ქვების, მინის და თეთრი მარმარილოსგან შედგება. არტეფაქტის ფოტოებს Daily Mail ავრცელებს.

შენობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით თარიღდება.

მკვლევართა აზრით, უნიკალური სახლის მეპატრონემ (რომელიც დიდი ალბათობით სენატორი იყო) ბევრი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა როგორც ზღვაში, ისე მიწაზე, მოზაიკის სიუჟეტები კი სწორედ ამ მოვლენათა გამოხატულებაა. უფრო ზუსტად, კედელზე გამოსახულია სამი დიდი გემი, რომელიც ქალაქისკენ ტალღებს მიაპობს.

სპეციალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ მეპატრონე სტუმრებს სხვადასხვა თამაშობებით ართობდა.

არქეოლოგებმა სახლის კედლის ნაწილი ჯერ კიდევ 2018 წელს იპოვეს და ამ დროისთვის მათ რამდენიმე ოთახის გათხრა მოასწრეს. კვლევები 2024 წელსაც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები