LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლხური ტყეები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნადაა ნომინირებული

159
78454985-2648490038541283-5351114150816776192-o

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად არის ნომინირებული. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზაცია IUCN-ის მეცნიერებისა და მკვლევარების ჯგუფი ტერიტორიებზე შეფასებითი მისიით იმყოფება და შესაბამის კვლევებს აწარმოებს. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.

5 პოპულარული, 2 ნაკლებად - ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ

კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, უჩვეულო მცენარეები და სხვა ბევრი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის.

დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები