LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლომინა: ნატო მადრიდის სამიტზე საქართველოზე მორგებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს

74
ხავიერ კოლომინა

რუსეთის ომზე ნატო-ს ერთ-ერთი პასუხი არის მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, როლებიც, ჩვენი აზრით შეიძლება, ყველაზე მეტად დააზარალოს საფრთხემ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ დღეს, 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც მას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმინეს.

„რა თქმა უნდა, ჩემი შეხვედრების დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის კონტექსტი, რომელშიც ვიმყოფებით. ეს გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის და საჭიროა ადაპტაცია, რასაც ნატო აკეთებს. ერთ-ერთი პასუხი არის მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, როლებიც, ჩვენი აზრით შეიძლება, ყველაზე მეტად დააზარალოს საფრთხემ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს.

ამრიგად, ახლა ამ პროცესში ვართ, რაც მიგვიყვანს მადრიდის სამიტამდე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება, გადაწყვეტილებები მიიღება ამ ნაწილში, რათა გაიზარდოს მხარდაჭერა, მხარდაჭერა, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს საჭიროებებზე“, – განაცხადა კოლომინამ.

შალვა პაპუაშვილმა და ხავიერ კოლომინამ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიასა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g