LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები ნია დვალიძე და სანდრო კაპატაძე სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში (NYUAD) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ

327
სანდრო კაპატაძე, ნია დვალიძე

კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული ნია დვალიძე და 2023 წლის კურსდამთავრებული სანდრო კაპატაძე სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში (NYUAD) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში სწავლის გადასახადი 350 000$-მდე აღწევს.

კურსდამთავრებულების წარმატების შესახებ სასიხარულო ინფორმაციას კომაროვის სკოლა ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე უზიარებს საზოგადოებას.

„ნიამ და სანდრომ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება აირჩიეს.

New York University(NYU) გამოირჩევა საერთაშორისო განათლების მაღალი ხარისხითა და გამოცდილებით. NYU-ს აქვს სამი ძირითადი კამპუსი ნიუ-იორკში, აბუ-დაბისა და შანხაიში. ასევე, მცირე გაცვლითი კამპუსები ყველა კონტინენტზე.

აბუ-დაბის კამპუსში 120-ზე მეტი განსხვავებული ეროვნების სტუდენტი სწავლობს.

სტუდენტებს ასევე ეძლევათ საშუალება ორი სემესტრი უნივერსიტეტის სხვა კამპუსებში გაატარონ.

NYUAD-ში სწავლის გადასახადი 350 000$-მდე აღწევს.

ნია და სანდრო NYUAD-ში ჩარიცხული მე-7 და მე-8 კომაროველები არიან“

🎉🎉კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული ნია დვალიძე და 2023 წლის კურსდამთავრებული სანდრო კაპატაძე სწავლას…

Posted by სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები