LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ძაძამია ვანდერბილტის უნივერსიტეტში (აშშ) ფიზიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

163
272246704-5035191566544583-7211375096341721212-n

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ძაძამია ვანდერბილტის უნივერსიტეტში- Vanderbilt University (აშშ) ფიზიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.

“გიორგის არჩევანი ფიზიკის სიყვარულმა, ფიზიკის გაკვეთილებმა, ფიზიკის წრემ და სკოლის გარემომ განაპირობა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელება უსაზღვრო შესაძლებლობების, ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებული მრავალფეროვანი გარემოს გამო გადაწყვიტა.

Vanderbilt University-ში, რომელიც US News-ის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში ტოპ 15 უნივერსიტეტს შორისაა, მხოლოდ 4 ქართველი სტუდენტი სწავლობს – ლუკა გურძენიძე (პირველი ქართველი სტუდენტი Vanderbilt University-ში), ლუკა ბუსკივაძე, ლუკა მუშკუდიანი და ახლა უკვე, გიორგი ძაძამია. ოთხივე ქართველი სტუდენტი სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას და ოთხივე მათგანი კომაროველია.

გიორგი არის:

კომაროვის ფიზიკის წრის მასწავლებელი.

ფიზიკის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურის ამოცანების გამსწორებელი.

ფიზიკის ნაკრებების მწვრთნელებს ეხმარებოდა ოლიმპიადებისთვის ნაკრებების შერჩევისა და მომზადების პროცესში.

გიორგის გუნდის ლიდერობის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა: 4 ბრინჯაოს მედალი და საპატიო სიგელი ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლები ევროპის ფიზიკის ოლიმპიადაზე, 4 ბრინჯაოს მედალი ჟაუტიკოვის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IZhO).

ევროპის ფიზიკის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი (2020).

ჟაუტიკოვის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IZhO) მოპოვებული აქვს ვერცხლისა (2020) და ბრინჯაოს მედლები (2019).
✍️ამ ყველაფრის პარალელურად გიორგის ინტერსის სფერო მოიცავს ფენტეზის ჟანრის ლიტერატურას, ამბის თხრობასა და კრეატიულ სამაგიდო თამაშებს.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს გიორგის!”-აღნიშნულია სკოლა კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები