„ახალმა თავმჯდომარემ თავისი მოღვაწეობა პროვოკაციებით და სპეკულაციებით დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობილია როგორ რადიკალურ ძალასთან და კომიკურ ფიგურასთან აქვს საქმე როცა საუბარია პარტიის არჩეულ, ახალ თავმჯდომარეზე“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რადიო ფორტუნას ეთერში, გადაცემაში “დღის თემა”.
დავით მათიკაშვილმა მოუწოდა „ენმ-ს“ ლიდერებს გადაიკითხონ კონსტიტუცია, სადაც ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებენ.
”შტაბობანას თამაშიდან ვერ გამოვიდა ხაბეიშვილი. ასეთი დესტრუქციული პოლიტიკური ძალის ადგილი არ არ არის ქართულ პოლიტიკაში და ეს პროცესი არათუ დაწყებულია, ბოლოშია გასული“, – განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დღეს თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ, ის მზადაა, საკუთარ გუნდთან ერთად დატოვოს პარლამენტი და ქვეყნის მასშტაბით მოპოვებული მანდატები საკრებულოებში. დღესვე ლევან ხაბეიშვილმა რეგიონებში პრეზიდენტ სააკაშვილის შტაბების გახსნა დააანონსა.