„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ შედეგით ხელისუფალმა ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია, თუმცა სტრატეგიულად დამარცხდა:
„როგორც ყოველთვის ნაც. მოძრაობაში ჩატარებული „ტრიუკით“, ხელისუფალმა მიაღწია ტაქტიკურ გამარჯვებას, მაგრამ, ჩემი აზრით, სტრატეგიულად დამარცხდა.
ტაქტიკურ გამარჯვებას იმიტომ, რომ ისეთი „მტერი“, როგორიც ხაბეიშვილია, უნდა ინატრო, პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციისა და „კეთილის ბოროტზე“ გამარჯვების დადგმისთვის.
კუნთების თამაშში ყოველთვის ის იგებს, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ამ კაცმა კი სხვა არაფერი იცის, და ყოველთვის „გაილახება“. თავი რომ დავანებოთ დასავლეთის მხრიდან მის მიმართ სრულიად აშკარა სკეპტიციზმს.
ხელისუფალი სტრატეგიულად დამარცხდა, რადგან ნაც.მოძრაობამ დაკარგა ორბიტალური მიზიდულობა და, შესაბამისად, უაზრო გახადა „ოცნების“ მთავარი იარაღი – „შუას გაკრეფით“ მიღებული ორპოლუსიანობა.
ახლა სხვა პარტიებისთვის „ნაცების“ ძახება უკვე აბსურდია. არც არავინ ითანამშრომლებს ამ თავმჯდომარის პირობებში. შესაბამისად, ფრონტის ხაზი გაიშლება და მულტი-პარტიულ ვითარებაში კარგად აპრობირებული პროპაგანდისტული მატრიცა გამოუსადეგარია…“ – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბლოკჩეინ-სისტემით მიმდინარე ორდღიანი არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან 21 656 ხმით გაიმარჯვა.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
„ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა“ – ჩარკვიანის თქმით, მელიას უმოქმედობა არ აპატიეს
გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა
ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“
რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე
„მივიღებ გადაწყვეტილებას“ – რჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“