„პირველ რიგში, მოსალოცია, რომ ნორმალურად ჩატარდა არჩევნები. ვფიქრობ, სამომავლოდ გასათვალისწინებელი იქნება. ე.ი. ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, რომ ამ რეფორმირებული ტექნოლოგიით ჩატარდეს არჩევნები და ეს ძალიან ყურადსაღებია. მიმაჩნია, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა და ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
თაკო ჩარკვიანის მოსაზრებით, ნიკა მელიას ხალხმა უმოქმედობა არ აპატია და იმედოვნებს, რომ ხაბეიშვილი უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება.
„პირველ რიგში, მოსალოცია, რომ ნორმალურად ჩატარდა არჩევნები. ვფიქრობ, სამომავლოდ გასათვალისწინებელი იქნება. ე.ი. ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, რომ ამ რეფორმირებული ტექნოლოგიით ჩატარდეს არჩევნები და ეს ძალიან ყურადსაღებია. რა თქმა უნდა, ლევანს მივულოცავ. მიმაჩნია, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. ზოგადად, ყოველთვის ხალხი ითხოვს ცვლილებას, მოქმედებას. ტრაგიკული არაფერი არ არის, თავმჯდომარეები იცვლებიან.
რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე
როგორც აღმოჩნდა, ლევან ხაბეიშვილმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2021 წლის 10 თებერვალს შეავსო.
იმედი მაქვს, უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება. თუ არ იქნება მოქმედი თავმჯდომარე, ზუსტად ისევე მოექცევა მას ამომრჩეველი. „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პარტიასთან, მის ამომრჩეველთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით 2018 წლიდან. მგონი, თავად მოქმედი თავმჯდომარე ვინც იყო ამ დრომდე, ნიკა მელიასთვისაც კარგია, რაც მოხდა. ჯერ ახალგაზრდაა, კიდევ დიდი გზა აქვს და სამომავლოდ ეცოდინება, რომ რაღაცები უნდა გაითვალისწინოს.
ეს ყველაფერი სასწავლებლად ძალიან კარგა. ამომრჩეველი არასოდეს არ გპატიობს რაღაც მთავარს. ის მთავარი არის უმოქმედობა. ეს უთუოდ იყო, ამას ვერავინ უარყოფს და ხალხმა მოინდომა ცვლილება, რაც ძალიან ნორმალურია. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გაკეთდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა
ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“