LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომოს ტბის მონახულება შესაძლოა ფასიანი გახდე

113
42194286_10214677568787620_8904266648345640960_n

კომოს მერია ფიქრობს, რომ ცნობილი ტბის მონახულებისთვის „ერთდღიან“ ტურისტებს გადასახადი დაუწესოს. ამ გადასახადის ხდა მოუწევს ყველა ვიზიტორს, ვინც ტბის სანახავად მოვა და ღამის გასათენებლად არ დარჩება, წერს The Economic times.

ყოველ უქმეებზე კომოს 300 ათასამდე ტურისტი აკითხავს, ადგილობრივი მოსახლეობა კი მხოლოდ 85 ათასია. დამატებითი გადასახადის დამსახურებით მერია გადამეტებულ ტურიზმს შეებრძოლება, რადგან ეს ადამიანები ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხს აუარესებენ.

რამდენი იქნება კომოს მონახულების საფასური და როდიდან შევა სიახლე ძალაში -მერია არ აზუსტებს. თუმცა, ცნობილია, რომ გადასახადის შემოღებას „ვენეციური“ პრინციპით აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ვენეციის შემთხვევაში ძველი ქალაქის მონახულება 5 ევრო ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები