LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „ბეკო“  საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

189
fortuna.ge (30)

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი „ბეკო“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავს.

ქართულ ბაზარზე 25-წლიანი საქმიანობის  საიუბილეო თარიღს კომპანია მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება და 700 სტუმარს, მათ შორის საჯარო პირებს, ბიზნესსექტორისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. სტუმრებს საზეიმო პროგრამა და დაუვიწყარი საღამო ელით.

25 წლის იუბილე „ბეკომ“ სრულიად განსხვავებული, დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზის Beyond-ის პრეზენტაციით აღნიშნა. ახალი ხაზი მომხმარებელს მდგრად, მაღალეფექტურ, განსხვავებული დიზაინის, უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილ მიზნობრივ პროდუქციას შესთავაზებს.

Beyond-ის  ხაზში გაერთიანებული ყველა პროდუქტი გამოირჩევა ახალი, ფუნქციური დიზაინის, უფრო ღრმა გაზქურებით, გაგრილების სისტემით, გლუვი ზედაპირებით, განიერი კარებით, პროდუქციის შენახვის გაუმჯობესებული სისტემით, ბრენდის DNA კი ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდა – Live like a Pro (იცხოვრე პროფესიონალივით).

კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი  „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილი, 5 სერვისცენტრი, 800 დასაქმებული ადამიანი და ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია.

მომხმარებელთა ნდობა კომპანიამ წლების განმავლობაში მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტითა და კადრების პროფესიონალიზმით მოიპოვა.

„ბეკოს“  ამ წარმატებულ საქმიანობას კი სტრატეგია  – იცხოვრე ჩემპიონივით! – აერთიანებს.

„ბეკო საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის თქმით, განვლილი 25 წლის განმავლობაში კომპანია ფეხდაფეხ მიჰყვებოდა საქართველოს განვითარებას, გადალახა არაერთი ეკონომიკური რყევა და ღირსეულად გაუმკლავდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო გამოწვევებს.

„დღეისთვის ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცე, განვითარებაზე ორიენტირებულ და მომგებიან კომპანიას მასშტაბური მიზნებით, რომელიც საბიუჯეტო გადასახადებისა და დასაქმებულთა რაოდენობით ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ჩვენი მოღვაწეობა ემსახურება როგორც ორმხრივი სარგებლის შექმნას ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე  საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

მისივე თქმით, კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება და ფართოვდება, თუმცა არ აპირებს მიღწეულზე გაჩერებას და მომავალში გაფართოებას, მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებასა და  სფეროში ინოვაციური მეთოდების დანერგვას გეგმავს.

„რა თქმა უნდა, წინ ამბიციური გეგმები გვაქვს და გვინდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კიდევ არაერთი სიახლე შევთავაზოთ. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელისა და მომსახურების სერვის ცენტრების გაფართოებაა, რადგან მომხარებელს ყველა ქალაქში შეეძლოს ჩვენი პროდუქციითა და ხარისხიანი სერვისებით სარგებლობა. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშნელოვანია მომხმარებელს ბრენდების კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური პროდუქცია შევთავაზოთ. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ჩვენს მომხმარებელს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენ გვირჩევს და „ბეკოს“ ხარისხის ერთგული რჩება“, – აღნიშნა მეჰმეთ მელექმა.

მისივე თქმით, გარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამომხმარებლო ბაზარზე წამყვანი პოზიციებისა, კომპანია „ბეკო“ საქართველოში მრავალი სოციალური და ჰუმანიტარული პროექტის მონაწილეა  და კომპანია ამაყობს ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებით.

„ბეკო საქართველო“ ევროპაში ყველაზე დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტოპ 3 ბრენდს შორის დასახელებული „ბეკო გლობალის“ ღირსეული წარმომადგენელია.

მსოფლიო მასშტაბით „ბეკო გლობალი“ 7 კონტინენტის 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 300 მილიონ მომხმარებელს ითვლის, აერთიანებს 12 ბრენდს და ჯამურად  40 000 თანამშრომელი ჰყავს.

 

 

 

(R)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g