LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფებას პროგნოზირებენ

86
1603877361

შესაძლოა, საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაიაფდეს – საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ Beko-ს გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა. მეჰმედ მელექი აცხადებს, რომ თუ ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 3.05-ის ნიშნულის ფარგლებში შენარჩუნდება, შესაძლოა, ტექნიკაზე ფასები შემცირდეს.

„ლარის გაუფასურება ჩვენზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს, იძულებული ვხდებით ფასები დავაკორექტიროთ. ბოლოს, ტექნიკის გასაყიდი ფასი გასული წლის ზაფხულში გავზარდეთ. იმის შემდეგ ლარი გამყარდა, თუ არ ჩავთვლით მიმდინარე წელს რამდენიმეკვირიან გაუფასურებას, როდესაც 1 აშშ დოლარი 3.40 ლარად ივაჭრებოდა,“- აღნიშნავს მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, BEKO-ში მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ დიდი აქტივობაა, კომპანიის შემოსავლებმა კი 2019 წლის მაჩვენებლებს  გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები