LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიაფდება თუ არა პროდუქტი – რას ფიქრობენ ბიზნესის წარმომადგენლები

53
სურსათი

საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები, შესაძლოა, 5-10%-ით შემცირდეს – ასეთია ბიზნესის ნაწილის ვარაუდი მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

“ფასების ზრდას ლოგისტიკური პრობლემები განაპირობებდა, ლოგისტიკა ახლა უფრო მარტივდება და ხარჯებიც მცირდება, 5-10% ფარგლებში ველით მომდევნო 1 წლის ჭრილში პროდუქტებზე ფასების შემცირებას”, – აცხადებს “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას არტურ ოსიპოვი, “დომინოს” კორპორატიული და ონლაინ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ფასების კლების ერთ მიზეზად ბიზნესის წარმომადგენლები დიზელის საწვავის ფასის შემცირებას ასახელებენ, რაც საავტომობილო გადაზიდვების ფასსაც ამცირებს.

“პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უკვე შემცირდა, როგორიცაა წიწიბურა, ბრინჯი, გვაქვს 5%-დან 15%-მდე ფასის კლება. დადებით მოლოდინებს გვიჩენს საწვავის ფასის კლებაც, რადგან 2 კვირაში ერთხელ დიზელის ფასი კორექტირდება”, – აცხადებს “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას ივა ჭყონია, იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ მზესუმზირის ზეთი ოქტომბრის დასაწყისში 15-20%-ით უკვე გაიაფდა.