LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Bitfury-მ საქართველოში 40 მეგავატი სიმძლავრის ენერგოეფექტური დატაცენტრი გახსნა

283

კომპანია Bitfury-მ საქართველოში 40 მეგავატი სიმძლავრის ენერგოეფექტური დატაცენტრი გახსნა. Bitfury-ის დატაცენტრი გლდანში, ”თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში” განთავსდა. დატაცენტრი 28 და 16 ნანომეტრიანი ჩიპებით არის აღჭურვილი. ასევე აქვე დაინერგა გაგრილების ინოვაციური სისტემა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია Bitfury-მ საქართველოში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ვავილოვმა განაცხადა, Bitfury-მ საქართველოში შემოსვლა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი სიანვესტიციო კლიმატის გამო გადაწყვიტა.

”გასულ წელს ჩვენი ამოცანა იყო გაფართოვება. ამსტერდამსა და სან-ფრანცისკოში გავხსენით ცენტრები და წარმოების ხაზი შევქმენით. ამჟამად ჩვენ ვხსნით 40 მეგავატის ინესიული გაციების სისტემის ბაზას, რომელიც პირველია საქართველოში. ასევე ვაანონსებთ 16-ნანომეტრიანი ჩიპის ხაზის გახსნას, რომელიც ინოვაციური ხელსაწყოა. დღეს 150-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს სხვადასხვა ქვეყანაში და მათი 1/3 საქართველოში მუშაობს”,- განაცხადა ვავილოვმა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დატაცენტრი ”თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” პირველი მკვიდრია. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიდი მსოფლიო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოს თავიანთ რუკაზე განათავსებენ,”- განაცხადა ვავილოვმა.

კომპანია Bitfury-მ პირველი დატაცენტრი გორში გახსნა. თბილისის ინდუსტრიულ ზონაში კი აცხადებენ, რომ წინასწარი გათვლებით თავისუფალი ზონის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მილიონ დოლარს გაუტოლდება,

დატაცენტრის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური გუნდის წევრები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g