LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Brabus ყველაზე ძლიერ კაბრიოლეტს გამოუშვებს

79

ტიუნინგ-ატელიემ Brabus-მა ’’24 Hours Le-Mans”-ზე წარმოადგინა  სპეციალურად მოდიფიცირებული კაბრიოლეტი Mercedes-AMG S63.

აღნიშნულ მოდელს Brabus-ში უკვე შეარქვეს  ’’ყველაზე ძლიერი კაბრიოლეტი მსოფლიოში’’, რაც უდავოდ არაა გაზვიადებული როცა მოდიფიცირებულ Mercedes-AMG S63-ზე ვლაპარაკობთ.

ტიუნერებმა სტანდარტული ბიტურბო ძრავის, V8-ს მოცულობა 5.5 ლიტრიდან 5.9 ლიტრამდე გაზარდეს, ამავდროულად მოდელის ფაქტიურად ყველა დეტალი არის განახლებული და აქვს გაძლიერებული მონაცემები.

იგი აღჭურვილია ახალი ბლოკირების სისტემით და გააჩნია 585-დან 850-მდე ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი. ექვსსიჩქარიანი ’’ავტომატის’’ მეშვეობით, ძრავს შეუძლია განავითაროს 100 კმ/სთ სიჩქარე. ელექტრონიკის მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 350 კმ/სთ-ს.

კომპანია Brabus კლიენტებს ორ ვერსიას შესთავაზებს. ერთი მოდიფიცირებული ვარიანტი, გაძლიერებული მაჩვენებლებით – Mercedes-AMG S 63 ხოლო მეორე სტანდარტული კაბრიოლეტი S 63. ფასი ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოა, რომ სტანდარტული S 63 გერმანიაში 187 ათასი ევროდა იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები