LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია ისრაელიდან, იტალიიდან ან ამერიკიდან რომ ყოფილიყო, ვინმე აღმართავდა ჯვარს? – თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე

176
ნამახვანფესი

რამაც გამაკვირვა იყო ანტითურქული ტონი, თურქოფობია და რაღაც შემთხვევაში, ისლამოფობიური პროპაგანდა,- აცხადებს ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი.

მისი თქმით, სხვა ქვეყნის კომპანიას რომ ეწარმოებინა სამუშაოები, იგივე რეაქცია არ იქნებოდა.

„მაგალითად, ეს რომ ყოფილიყო კომპანია ისრაელიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, ვინმე აღმართავდა ჯვარს? არ ვიცი. ამიტომაც, მინდა ვკითხო ადამიანებს, რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო? ვფიქრობ, ეს ძალიან სენსიტიურია”. – ამბობს თურქეთის ელჩი.

მისივე თქმით, ის კორუმპირებულ კომპანიას არ დაიცავს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ენკა კორუმპირებული არ არის.

„ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, უნდა დაამტკიცოს“, — განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანი.

ელჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დაწყებული პროტესტის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო.

პატივს ვცემ ქართულ კულტურას, მართლმადიდებლური სარწმუნოება ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ, როდესაც ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები მიჩნდება, რომ ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობ“, – აღნიშნა იაზგანმა “ფორმულასთან”.

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორც ადგილობრივები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს

კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით ჩერდება, აჟიოტაჟი აბსოლუტურად გაუგებარია: პრემიერი “ნამახვანჰესზე”

დავიწყეთ საუბარი სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, საუბარია ნენსკრაზე, ხუდონზეც – ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g