კომპანია Warner Bros. „ბეჭდების მბრძანებლის“ სამყაროზე ახალ ფილმებს გადაიღებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დევიდ ზასლავმა განაცხადა. მისი ცნობით, სტუდიამ ჯონ ტოლკინთან, რომანის მიხედვით რამდენიმე ფილმის შექმნის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია.
პროექტზე კომპანია New Line Cinema იმუშავებს, რომელიც „ბეჭდების მბრძანებლის“ ორიგინალურ ტრილოგიას იღებდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, „ბეჭდების მბრძანებელი“ კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ტრილოგია ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა და კომპანიას 2,9 მილიარდი დოლარი მოგება მოუტანა.
„ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი ზღაპრულ თრეილერი და შთამბეჭდავი ფოტოები