LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლურჯი თუ წითელი?“ – „მატრიცა 4“-ის პირველი ტრეილერი გავრცელდა

91
page

18-წლიანი ლოდინის შემდეგ „მატრიცას“ ახალ ნაწილს ვიხილავთ. Warner Bros-მა ფილმის მე-4 ნაწილის პირველი ტრეილერი გაავრცელა.  „მატრიცა: მკვდრეთით აღმდგრები“ -ის ტრეილერი სამ წუთიანია და იქ მთავარი გმირია ნაჩვენები, რომლის როლს ბუნებრივია კიანუ რივზი ასრულებს. ნეო საბედისწერო არჩევანის წინაშე კიდევ ერთხელ აღმოჩნდება, ამჯერად ის წითელ აბზე აკეთებს არჩევანს.

„ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ როლს კვლავ ვასრულებ“ – კიანუ რივზი „მატრიცა 4“-ის შესახებ

აღსანიშნავია, რომ პირველი ტრეილერის გამოსვლამდე გულშემატკივრებს საოცარი სიურპრიზი დახვდათ: შეიქმნა სპეციალური საიტი, რომელიც ლურჯ და წითელ აბებს შორის არჩევანს გთავაზობთ, შემდეგ კი მე-4 ნაწილის თიზერებს გიჩვენებთ.

ფილმის პრემიერა 22 დეკემბერსაა ჩანიშნული. შეგახსენებთ, „მატრიცა“ ეკრანებზე პირველად 1999 წელს ვიხილეთ, ფილმის მე-2 და მე-3 ნაწილები 2003 წელს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები