LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

59
archevnebi 2021

კომუნიკაციების კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, კომისიის მონიტორები 6 ეროვნულ არხზე თვისებრივ, ხოლო 50 სამაუწყებლო არხზე რაოდენობრივ მედიამონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ჩაატარებენ.

თვისებრივი მედიამონიტორონგი შემდეგ მაუწყებლებზე განხორციელდება: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ტელეკომპანია „იმედი“,  „მთავარ არხი“ და ტელეკომპანია „პირველი“.

როგორც კომუნიკაციების კომისიამ “ფორტუნას” აცნობა, მედიამონიტორიგნის  თვისებრივ და რაოდენობრივ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს.  მედიამონიტორინგის პროცესი კენჭისყრის დღეს დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, მედიამონიტორინგს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის 30-მდე მონიტორი ჩაატარებს.

მონიტორები ევროპის საბჭოს მედიაექსპერტის, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელი დირექტორის, რასტო კუზელის მიერ გადამზადდნენ. მონიტორინგის პროცესში მონიტორები წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდებიან. მაუწყებლების გარდა, მედიამონიტორინგი ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც ჩაუტარდება.

როგორც კომისიაში აღნიშნავენ, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ვალდებულებები აქვთ მაუწყებლებს კანონმდებლობით, რა უნდა გაითვალისწინონ წინასაარჩევნო პერიოდის პროცესის გაშუქებისას და როგორ უნდა დაიცვან საარჩევნო პროცესის დროს კანონის მოთხოვნები – კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს წინასაარჩევნო პერიოდში საკანონმდებლო ვალდებულებები მედიამონიტორინგის დაწყებამდე  წერილობით კიდევ ერთხელ შეახსენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები