LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა კონკურსი „იდეადრომი“ სტარტაპერებისთვის მეშვიდედ გამოაცხადა

118
იდეადრომი

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეშვიდედ გამოაცხადა.

კონკურსის წლევანდელ თემაა „პროდუქტიდან სერია A-მდე“ და ციფრული მედიის სფეროში იმ სტარტაპერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელთაც მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) უკვე შექმნეს და ახლა მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავენ.

კონკურსი მონაწილეებს სტარტაპების დახვეწაში, განვითარებასა და რეალობად ქცევაში დაეხმარება.

მონაწილეებმა, „იდეადრომის“ ფარგლებში, ერთწუთიანი ვიდეოპრეზენტაცია უნდა მოამზადონ, რომლის მეშვეობითაც საკუთარ პროდუქტს წარადგენენ.

შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდგომ 5 საუკეთესო გუნდი შეირჩევა, რომლებიც პროფესიონალი მენტორების დახმარებით სტარტაპების დახვეწის შესახებ საჭირო რჩევებს მიიღებენ. კერძოდ, მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს, გაეცნობიან პროდუქტის განვითარების და მომხმარებლის პოვნის როგორც ნაცად, ასევე უახლეს მეთოდებს. გარდა ამისა, გაეცნობიან ინვესტორების მოძიებისა და მოლაპარაკებების ხერხებს, გამოცდიან საკუთარ თავს პროდუქტის წარდგენაში და სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას შეძლებენ.

კომპეტენტური ჟიური, ინტენსიური ერთკვირიანი გადამზადების შემდგომ, გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს. საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები