LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

106
იდეადრომი

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს და მიზნად ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების გაუმჯობესებას და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ისახავს.

„იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სრულწლოვანი მონაწილისგან.

მიღებული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა 5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გაივლიან. სამუშაო შეხვედრებს დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ და იდეების დახვეწაში დაეხმარებიან.

ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპერები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, გუნდის მართვა, ასევე, იდეის ეფექტიანად წარდგენა და სტარტაპის მართვისთვის აუცილებელი ფინანსური, თუ იურიდიული საკითხები. საგულისხმოა, რომ  პროგრამა მონაწილეებს აძლევს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ  უნარებს, რომლებიც რეალურ ბიზნეს გარემოში სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტია.

გამარჯვებული გუნდები ინტენსიური სამუშაო კვირის დასასრულს გამოვლინდებიან და 10 000 ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.

„იდეადრომში“ მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ 1  წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია, რომელშიც საკუთარ იდეას ან პროდუქტს წარმოადგენენ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 მაისი, ხოლო ტრენინგები 12-17 მაისის პერიოდში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g