„დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის“, – ასე გამოეხმაურა კონგრესმენი ბილ კიტინგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას.
„გუშინ, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დავუსვი კითხვა საქართველოში კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობის შესახებ.
„დღესვე ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას“ – ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი „იმედოვნებს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის“. – წერს სოციალურ ქსელ X-ზე კონგრესმენი.
Yesterday during an @HouseForeign hearing I asked @SecBlinken about the Kremlin-inspired “foreign agents” legislation in Georgia. Today’s announcement of visa restrictions & bilateral relations review signals our commitment to the Georgian people who seek a European future. https://t.co/RSHItR9pAw
— Congressman Bill Keating (@USRepKeating) May 24, 2024