ბელგიური მუსიკალური პროექტი Konoba, რომლის ავტორიც რაფაელ ესთერჰეიზია, საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მან ჩვენს ქვეყანაში უკვე 5-ჯერ გამართა კონცერტი.
დუეტი Konoba – ორ არტისტს რაფაელ ესთერჰეიზსა და ოლივიე რუჯის აერთიანებს. დუეტმა ახალი კომპოზიცია In The Mirror და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპოზიცია Konoba-მ კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში ყოფნისას დაწერა.