LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემინემმა თვითიზოლაციაში მოსასმენი ფლეილისტი შეადგინა

79
maxresdefault

კორონავირიუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფი მუსიკალური არტისტები საზოგადოებას თავისი გემოვნებით შედგენილ კომპოზიციების ფლეილისტს ხშირად უზიარებენ. აი მაგალითად, გასულ თვეს თვითიზოლაციაში მოსასმენი ფლეილისტი ლეგენდარული ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა და 16 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა, დეივ გროლმა შემოგვთავაზა.

თვითიზოლაციაში მოსასმენი ფლეილისტი დეივ გროლისგან

არტისტის ფავორიტ ტოპ-10 კომპოზიციას შორის ისეთი მუსიკოსები მოხვდნენ, როგორებიც The Beatles და  Alice Cooper არიან

ახლა კი კარანტინში მოსასმენ კომპოზიციებს ჰიპ-ჰოპ არტისტი, ემინემი გვირჩევს.

ფლეილისტში 38 კომპოზიცია შედის, სიაში ისეთი არტისტები მოხვდნენ როგორებიც არიან: Beastie Boys, Big Daddy Kane, Mobb Deep, 2Pac, DMC და ა.შ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები