LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭურჭლის რეცხვა გლამურულად – მაილი საირუსის ფერადი ფოტოსესია

91
safe-image (1)

თვითიზოლაციის პერიოდში ეპატაჟური მომღერალი, მაილი საირუსი „ინსტაგრამ“-გამომწერებს სხვადასხვა, მრავალფეროვანი ფოტოებითა და სახალისო ვიდეოებით ხშირად ანებივრებს. გასულ თვეს, 27 წლის ვარსკვლავმა თავის შეყვარებულს, კოდი სიმპსონს თმა გადაპარსა და მაკიაჟიც კი გაუკეთა, მას ასევე ონლაინ გადაცემა Bright Minded მიჰყავს.

ფოტო: მაილი საირუსმა შეყვარებულს თვითიზოლაციაში ყოფნისას მაკიაჟი გაუკეთა

მაილი საირუსმა კოდი სიმპსონს ჯერ თმა გადაპარსა, შემდეგ კი მაკიაჟი გაუკეთა, აღნიშნული ფოტოები კი სოციალურ ქსელში განათავსა

ამჯერად, მაილიმ ჟურნალის WSJ. გარეკანი დაამშვენა და გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. კრეატიულმა მომღერალმა ჭურჭლის სარეცხი, რეზინის ხელთათმანი მოირგო და საოცრად მხიარული გამომეტყველებითა და ფერადი ტანისამოსით პოზირებდა ობიექტივის წინაშე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები