LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსილიუმის წამყვანი წევრი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს ჯგუფს, ეს ნიშნავს ერთადერთს – სახელმწიფოს მხრიდან ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება: ბასილაია

130
BeFunky-collage (22)

„ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანასთან დაკავშირებით განუცხადა.

თუ პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ – იუსტიციის მინისტრი

მისივე თქმით, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირებს.

როგორც სააკაშვილის ინტერესების დამცველმა აღნიშნა, კონსილიუმმა დადო დასკვნა, რაც იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არ სრულდება.

მე-18 დაწესებულება სადაც სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, კონსილიუმის დასკვნას არ შეესაბამება: ომბუდსმენი

„კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს კონსილიუმს, ეს ნიშნავს ერთადერთს – სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, მისი უსაფრთხოებით მანიპულირება და ამის უფლება ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ზურაბ ფაღავა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილ კონსილიუმს ტოვებს

გარდა ამისა, როგორც მანვე აღნიშნა, იუსტიციის მინისტრი არ საუბრობს იმ რისკებზე, რაც მე -18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არსებობს.

„უფრო მეტიც, მათი პოზიცია არის იმდაგვარი, რომ ამ საკითხის მიჩქმალვა უნდათ. საერთოდ არ უნდათ, რომ ეს საკითხები საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდეს, მაგრამ მთავარი არის ერთი – ყველა ქართველს, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომლისთვისაც კანონიერება არის მნიშვნელოვანი, უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

რატი ბრეგაძე: ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი, შევეცდები გავესაუბრო და გავარკვიო

magti 5g