კონსტანტინე გამსახურდია ხატია ბუნიათიშვილის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შესრულება ძალიან უყვარს. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:
„ამას წინათ აქ, FB-სივრცეში გამოვაქვეყნე ზვიად გამსახურდიას ლექსი ელისო ვირსალაძეზე. ახლა ქვეყნდება გვანცა ბუნიათიშვილის, ხატიას დის ნათქვამი, რომ ხატია ბავშვობაში 10 წლის ასაკში კონსტანტინე გამსახურდიას დავით აღმაშენებლის ტეტრალოგიით საზრდოობდა და ზვიადი რომ მოსწრებოდა ხატიას პიანისტობას, მასთან იმეგობრებდაო.
მუსიკის არსისთვის თავდადებული ელისოსადმი მიძღვნილი ზვიადის ლექსი მე ვინმეს წინააღმდეგ ნამდვილად არ გამომიქვეყნებია. პირიქით, ძალიან მიყვარს ხატიას შესრულება. ის თანამედროვეობის დიდი არტისტია და მსოფლიოს არაერთი სცენა დაიპყრო, მეგობრობს შვეიცარიაში მცხოვრებ ჩემს კომპოზიტორ ვაჟთანაც. თანაც ყველგან, როგორც მოქალაქე, სადაც კი ხმა მიუწვდება, აპროტესტებს ქართული მიწების ოკუპაციას, რასაც ძალიან ვაფასებ“.