LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე ზარნაძე: ჩვენ ყველას გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ იქნება

109
კონსტანტინე ზარნაძე

ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამ უმძიმესი ტრაგედიის პარალელურად, პოლიტიკურ ველზე წარმოუდგენელი პროცესები მიმდინარეობდა. კონსტანტინე ზარნაძის სიტყვებით,” არის მომენტები, როდესაც პოლიტიკაზე მაღლა დადგომა და ერთიანობაა საჭირო.” საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, კითხვები მას შემდეგ უნდა  დაისვას, რაც მძიმე დღეები გადაივლის და გამოძიება დასრულდება.

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

კონსტანტინე ზარნაძის თქმით, ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც პოლიტიკაზე მაღლა ბავშვების ჯანმრთელობა დააყენა სოფო ჯაფარიძე იყო და ამ პოზიციისთვის მას მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მიმძიმს განცხადების გაკეთება. ურთულესი დღეები გადავიარეთ.  გულწრფელად ვფიქრობ, რომ არის მომენტები, როდესაც პოლიტიკაზე მაღლა უნდა დავდგეთ. არ ვამბობ იმას, რომ შეკითხვები არ დავსვათ. შეკითხვები მაქვს მეც, მაგრამ ხმამაღალი და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება, სანამ გამოძიება არ დასრულდება, არასწორი მგონია. ჩვენ ყველას გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ იქნება“- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ისეთ შედეგს დადებს, რომელიც  ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სამართლიანობის განცდას მისცემს. კონსტანტინე ზარნაძე დარწმუნებულია, რომ  არცერთ დამნაშავეს ხელი არ დაეფარება და გამოძიების შედეგი მომავალში მსგავს ტრაგედიებს აგვაცილებს.

„მოსახლეობა დაიღალა პარტიული კინკლაობით.  მე, ისევე როგორც ყველა, ველოდები გამოძიების დასრულებას. ყველას გვყავს შვილები და ყველას გვინდა, რომ ამ ქალაქში ჩვენი შვილები უსაფრთხოდ იზრდებოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ  გამოძიება დადებს ისეთ შედეგს, რომელიც  სამართლიანობის განცდას მოგვცემს და  მომავალში მსგავს ტრაგედიებს აგვაცილებს“- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

 

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები