LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს” – თეა წულუკიანი

220
BeFunky-collage (47)

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მოზარდი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და გოგონას მშობლებს სამძიმარს უცხადებს.

“ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს… ვიზიარებ მშობლების უსაზღვრო მწუხარებას და აუნაზღაურებელ დანაკლისს…”, – წერს წულუკიანი.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ამავე თემაზე:

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები