LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის რედაქციის შექმნისას რომ საზოგადოების საწინააღმდეგოდ მიდიან, არ უარყოფენ – პრეზიდენტი

62

“არ უარყოფენ ამ ფაქტს, რომ ისინი ახალი კონსტიტუციის რედაქციის შექმნისას პირდაპირ მიდიან ქართული საზოგადოების შეხედულების საწინააღმდეგოდ,“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დებატების რესპუბლიკურ ტურნირში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

“ის ხალხი, ვინც გააუქმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი, არცერთი მათგანი არ ამბობს, რომ მოსახლეობის 90%-ზე მეტს უნდა, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი,”- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

“დებატების ახალგაზრდული კლუბების“ ტურნირი კონსტიტუციაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.  გიორგი მარგველაშვილი გუნდების ფინალურ შეხვედრას დაესწრო და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g