LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტაქტი არავისთან არ მქონდა მამაოს გარდა – კორონავირუსით დაინფიცირებული სტიქაროსანი

578
Coronavirus-ventilators-COVID-19-treatment-latest-coronavirus-news-2375351

კორონავირუსით დაინფიცირებულმა სტიქაროსანმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ მას კონტაქტი მხოლოდ მამაოსთან ჰქონდა.

მისი თქმით, მას ტაძარში მისვლისას ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც მან აღნიშნა, სასულიერო პირმა, სტიქაროსნის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ის სახლში გაუშვა.

“მამაო სულ მაფრთხილებდა, რომ როცა გაიგებ დაინფიცირების ამბავს, ეცადე რომ აღარ მოხვიდეო. ცოტა ჯიუტი ხასიათი აქვს, მაგრამ როცა მივედი ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან არ მქონდა მამაოს გარდა. როცა გაიგო მამაომ ჩემი ამბავი, გამიშვა და მითხრა სახლში იყავიო. როცა ბაბუას დაუდგინდა კორონავირუსი, მე უკვე სახლში ვიყავი. მე არ ვიცი, მამაო იმყოფება თუ არა იზოლაციაში, მაგრამ მე მის გარდა არავისთან მქონდა კონტაქტი”, – განაცხადა სტიქაროსანმა.

სტიქაროსანი ვარაუდობს, რომ მისი წყარო 82 წლის ბაბუაა, რომლის დაინფიცირება ლიფტიდან მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სტიქაროსნის ბაბუა, დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g