საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რომაული გამომცემლობა წიგნს გამოსცემს.
ამის შესახებ წიგნის ავტორი, მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია:
„ესეც, ასე – კონტრაქტი გაფორმებულია.
წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე, სახელად – „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ რომაული გამომცემლობა Aletti Editore გამოსცემს.
ის, რომ გამომცემლობა დედაქალაქის არის და არა მაინცდამაინც ნეაპოლის, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია.
საქართველოში გამომცემლობა „არტანუჯი“ დასტამბავს. ავტორი, მოგეხსენებათ, მე ვიქნები. წინასიტყვაობა – აკა მორჩილაძე. რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია. იტალიური თარგმანი – ინგა სიხარულიძე, კესა კაკალია.
პროექტის პროდიუსერი – ბერიკა შუკაკიძე. კონსულტანტი, ხვიჩას მამა – ბადრი კვარაცხელია. ინტერნეტპარტნიორი Geo Team“, – წერს გიორგი კეკელიძე.
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მეათე გოლი გაიტანა