ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სერია A-ში გატანილ მორიგ გოლს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გიორგის თქმით, ის ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნის წერას იწყებს.
„ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლის კვალად, გამცნობთ, რომ იტალიურ მსხვილ გამომცემლობასთან შეთანხმებით, ვიწყებ პატარა წიგნის წერას ქართველ საფეხბურთო ვარსკვლავზე.
წერისას მასთან აქტიური თანამშრომლობაც მომიწევს. არც ჩემი გრაფიკია ადვილი და მისი ხომ მით უმეტეს, ვნახოთ, რა გამოვა“. – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მეათე გოლი გაიტანა