„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გოლი გაიტანა.
„სასუოლოს“ კარში გატანილი გოლით ის 2007 წლის შემდეგ, პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში სადებიუტო სეზონში 10 გოლი გაიტანა.
„სასუოლოს“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში კვარაცხელიამ ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა.
სერია A მიმდინარე გათამაშებაში კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.