პრინცესა შარლენი სახელმწიფო თანხების მითვისებაში დაადანაშაულეს. პრინც ალბერის მეუღლეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში მას შედეგ სდებენ ბრალს, რაც მისი ფინანსური მენეჯერი კლოდ პალმერო სამეფო ოჯახმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ შარლენმა ბოლო წლების მანძილზე 17 მილიონი დოლარი პირადი ხარჯებისთვის გამოიყენა, რაც ორჯერ მეტია დასაშვებ ზღვარზე. მარტო 2016 წელს შარლენმა ერთ დღეში 66 ათასი ევრო დახარჯა. გამოცემა ციტირებს, რომ შარლენი „კონტროლს არ ექვემდებარება”. ჯერ კიდევ 2010 წელს გამოცემა წერდა, რომ საქორწილო კონტრაქტის სახით შარლენს სამეფო ოჯახი წლიურად 1.5 მილიონ ევროს გადაუხდიდა, რაც ასევე კოლოსალური თანხაა.
წლის ,,ფეიკ”-კოცნა – მონაკოს პრინც ალბერისა და პრინცესა შარლენის საჯარო კოცნას ყალბი უწოდეს
მონაკოს პრინცესა შარლენი ისევე გაუჩინარდა

