ხშირად წყვილი ქორწილში კლასიკური ფეხსაცმლის ჩაცმას კედებს ამჯობინებს ხოლმე.
კედებში გამოწყობილი პატარძალი ახალი ხილი ნამდვილად არ არის. კედებზე არც სიძე ამბობს ხოლმე უარს.
ყველაზე ბედნიერი დღის გატარება ზოგს ქუსლზე კიარა, სწორედ კომფორტულ ფეხსაცმელში უფრო წარმოუდგენია.
როგორც ჩანს, მომხმარებლის ინტერესი გაითვალისწინა მსოფლიო დონის ბრენდმა “კონვერსმა” და კედების საქორწინო ხაზი გამოუშვა.