სამხრეთ კორეულმა უმსხვილესმა ავიაკომპანია Korean Air-მა სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისების შესრულება განაახლა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ინფორმაციით, უკვე მეორე წელია Korean Air სეულიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ასრულებს. შარშან სეულიდან თბილისის მიმართლებით 3 პირდაპირი ფრენა განხორციელდა და 557-მა მგზავრმა ისარგებლა. წელს ჩარტერების რაოდენობა გაორმაგდება.
,,ერთი წლის წინ სამხრეთ კორეის ნაციონალურმა გადამზიდავმა Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისები შეასრულა. მოხარული ვართ, რომ რეისების რიცხვი წელს გაორმაგებულია. ეს ნიშნავს, რომ კორეის მეტ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩამოვიდეს საქართველოში და გაეცნოს ჩვენს ქვეყანას. ამავდროულად ჩვენ, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ Korean Air დავაინტერესოთ საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებით“,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით“, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კორეის რესპუბლიკასთან. 30 მაისიდან 11 ივლისის ჩათვლით სულ კორეასა და საქართველოს შორის რამდენიმე ჩარტერული რეისი განხორციელდება.