LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Korean Air საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

156
Korean Air

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ცნობით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სეზონური ჩარტერული ფრენები დაინიშნა.

ავიაკომპანიის Korean Air მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის შესრულდება 22 მაისს, 5 და 20 ივნისს.

აღსანიშნავია, რომ Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით არარეგულარული რეისები 2018 და 2019 წლებშიც შეასრულა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კორეულ ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 2024 წლის 2 მაისს მიანიჭა.

magti 5g